მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ინგირში, 72 წლის ციალა ახალაია ვარდებს ვერ ყიდის და მისი გადაყრა...

სოფელ ინგირში, 72 წლის ციალა ახალაია ვარდებს ვერ ყიდის და მისი გადაყრა უწევს [Video]

Published on

ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მცხოვრები 72 წლის ციალა ახალაია, რომელსაც სხვადასხვა ჯიშის ვარდი, დაახლოებით, ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე აქვს გაშენებული, დღეს ვარდების რეალიზებას ვერ ახერხებს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში შექმნილმა მდგომარეობამ, ოჯახის ბიზნესს, რომელსაც 35 წელია, რაც აწარმოებენ საფრთხე შეუქმნა. ახალაიები ამბობენ, რომ ისინი სეზონზე, დაახლოებით, 10 ათასი ლარის ყვავილს ყიდდნენ და ეს ოჯახის ძირითადი შემოსავალის წყარო იყო. სათბურების გარდა, მეწარმეს ყვავილების დიდი ნაწილი ღია გრუნტზე მოჰყავს, მათ ძირითადად, ჰოლანდიური ჯიშის ვარდები აქვთ. პანდემიამდე, ოჯახი ვარდების რეალიზაციას, მთელი რეგიონის მასშტაბით ახდენდა. მას შემდეგ, რაც მოძრაობა შეიზღუდა, ოჯახის რძალმა, სამი შვილის დედამ, მაკა კოდუამ ვარდების გაყიდვა ონლაინ გადაწყვიტა, თუმცა როგორც მან ჩვენ გადამღებ ჯგუფთან საუბარში აღნიშნა, ყვავილების დიდი რაოდენობით გაყიდვას მაინც ვერ ახერხებენ. „წელს ძალიან დიდი ზარალი ვნახეთ და არ ვიცით მდგომარეობა როგორ გამოსწორდება“, -ამბობენ ისინი.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...