მთავარისიახლეებისაზოგადოებამაშველები კახეთში, ალაზნის ნაპირებზე დაკარგულ 80 წლის მამაკაცს ეძებენ

მაშველები კახეთში, ალაზნის ნაპირებზე დაკარგულ 80 წლის მამაკაცს ეძებენ

Published on

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგულ 80 წლის მამაკაცს ეძებენ.

უწყების ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ კაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, მეორე დღეა, გაუჩინარებულია.

“დაკარგული მოქალაქის ტანსაცმელი ნაპოვნია მდინარე ალაზნის ნაპირზე. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მუშაობდნენ ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ღამის სანათი მოწყობილობის მეშვეობით განხორციელდა მდინარის ზედაპირის მონიტორინგი”, — ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, დღეიდან, 28 აპრილის დილიდან, პროცესში განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ჩაერთო.

უწყებაში ამბობენ, რომ პერიმეტრს დრონით ათვალიერებენ, ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობს წყლის ფსკერის მონიტორინგი. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, მდინარეში მუშაობს მყვინთავთა ჯგუფი და პარალელურ რეჟიმში გრძელდება მდინარის ნაპირის დათვალიერება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც და მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...