მთავარისიახლეებისაზოგადოებაუმძიმეს პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველების და დევნილების პრობლემები დღითიდღე მატულობს...

უმძიმეს პირობებში მცხოვრები სოციალურად დაუცველების და დევნილების პრობლემები დღითიდღე მატულობს [Video]

Published on

59 წლის ჯულიეტა შონია, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში ცხოვრობს, უმძიმეს პირობებში იმყოფება. მას მეუღლე ოთხი წლის წინ გარდაეცვალა და მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გაიგო, რომ სოციალური დახმარება მოეხსნა. იგი მიზეზის გარკვევას დღემდე ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. მას თითქმის არანაირი შემოწავლის წყარო არ გააჩნია და მხოლოდ მეზობლებისა და კეთილი ადამიანების დახმარების იმედად არის დარჩენილი. ჯულიეტა შონიას თქმით, ორ თვეზე მეტია ნათესავები, რომლებიც პერიოდულად ეხმარებოდნენ, კორონა ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი შეზღუდვებიდან გამომდინარე მასთან მისვლას ვერ ახერხებენ. მეზობლად მცხოვრები 81 წლის დევნილი თინიკო ქირია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, მის ოჯახსაც ძალიან უჭირს, თუმცა ჯულიეტასგან განსხვავებით ის პენსიისა და სოციალური დახმარებით სარგებლობს და ცდილობს შეძლებისდაგვარად მეზობელს დაეხმაროს. ოჩამჩირიდან დევნილი მოხუცი ქალბატონი ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრობს და როგორც მან გვითხრა, წლების განმავლობაში მაღაზიის პატარა ჯიხურში ცხოვრობდა, შემდეგ უკვე წლების განმავლობაში დაგროვებული პენსიითა და სხვების დახმარებით მოახერა პატარა სახლი აეშენებინათ. მოხუცი ქალბატონის ძირითადი შემოსავლის წყარო, პენსია და სოციალური დახმარებაა, თანხის ნახევარზე მეტს წამლებში ხარჯავს და რაც რჩება საჭმისთვის ინაწილებს. ერთმანეთისა და ბედის ანაბარად დარჩენილი მეზობლები, მაინც იმედიანად არიან. ისინი ამ ეტაპზე ძირითადად ეზოში მუშაობენ და საკუთარ მოსავლას ელოდებიან.

სიახლეები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....