მთავარისიახლეებიუკრაინა,,უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს'' - უკრაინის...

,,უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს” – უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი

Published on

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს და ქართული მხარის განცხადება ელჩის გაწვევის შესახებ „უკიდურესობაა“.

„ვფიქრობ, ეს განცხადება უკიდურესობაა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ. უკრაინის ხელისუფლებას მის დანიშვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი წინადადების გაკეთება შეუძლია“ , – განაცხადა კრავჩუკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად გადაწყვეტს, ვინ, სად და როგორ დანიშნოს.

თავის მხრივ, ლეონიდ კრავჩუკის განცხადებას ასე ეხმიანება თავად პრეზიდენტი სააკაშვილი:

..ამ კაცის, ლეონიდ კრავჩუკის ბრძანებით უკრაინელმა ვერტმფრენების გმირმა მფრინავებმა ათასობით ადამიანი გამოიყვანეს ალყაშემორტყმული სოხუმიდან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და ლეონიდ კრავჩუკს აქვს მეტი გაკეთებული საქართველოსთვის, თუ რუსეთის დაზვერვის სამსახურის შტატიან აგენტს, ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ვინმე გახარიას და გაზპრომის მთავარ კერძო აქციონერს ივანიშვილს ?!” – წერს მიხეილ სააკაშვილი თავისფეისბუქგვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადას” სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

მანამდე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ”, – განაცხადა გახარიამ

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...