მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორც კი უფრო მძაფრად გამოჩნდება პრობლემები ქვეყანაში, "ქართული ოცნება" ხელს პირველი თქვენსკენ...

როგორც კი უფრო მძაფრად გამოჩნდება პრობლემები ქვეყანაში, “ქართული ოცნება” ხელს პირველი თქვენსკენ გამოიშვერს – გიორგი ვაშაძე ექიმებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს

Published on

„ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ექიმებს მოუწოდებს, გაერიდონ პოლიტიკას, არ გახდნენ ხელისუფლების ბრმა იარაღი და თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან.

ვაშაძის თქმით, როგორც კი უფრო მძაფრად გამოჩნდება ქვეყანაში პრობლემები, “ქართული ოცნება” ხელს ექიმებისკენ გაიშვერს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ისევ ოპოზიციის დასაცავები გახდებიან.

“შექნილი ვითარების ფონზე, ძალზედ სამწუხაროა, ექიმების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, შესაბამისად, მინდა ვთხოვო ჩვენს ექიმებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, რადგან ზუსტად ვიცი, რომ როგორც კი უფრო მძაფრად გამოჩნდება პრობლემები ქვეყანაში, “ქართული ოცნება” ხელს პირველი თქვენსკენ გამოიშვერს და რაღა თქმა უნდა, ამ დროს ისევ ჩვენი დასაცავი გახდებით. ასე რომ, გაერიდეთ პოლიტიკას და ნუ გახდებით ამ ბრძოლაში ხელისუფლების ბრმა იარაღი. ექიმის საქმე არის და უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. ჩვენ თქვენ პატივს გცემთ და გაფასებთ არა პოლიტიკური კუთვნილებით, არამედ თქვენი პროფესიონალიზმით და საქმისადმი დამოკიდებულებებით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „ახალი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სიახლეები

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...