მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ,,მთავარ აქცენტებში'': ინტერვიუ ვანო მერაბიშვილთან - პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ

დღეს ,,მთავარ აქცენტებში”: ინტერვიუ ვანო მერაბიშვილთან – პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ

Published on

ნიკა გვარამია მთავარი არხზე ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს აანონსებს:

..დღეს, 22:30, მთავარ აქცენტებში: ჰარდ-თოქ ინტერვიუ ვანო მერაბიშვილთან

ეს ყოფილი პოლიტპატიმრის პირველი გამოჩენა და ინტერვიუა მედიაში ციხიდან მისი გამოშვების შემდეგ გავლილი არცთუ ისე მცირე დროის განმავლობაში. გადაცემის ანონსს ამ დროისათვის ასეულობით ადამიანი გამოეხმაურა – ინტერესი ვანო მერაბიშვილის, როგორც ერთერთი ყველაზე მნივნელოვანი პოლიტიკური ფიგურის მიმართ დიდია.

რას იტყვის ვანო მერაბიშვილი ამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როგორ აფასებს ახლო წარსულისა და დღევანდელ მოვლენებს, ხედავს თუ არა თავის თავს და მომავალს ქართულ პოლიტიკაში, კითხვები, რომელთა დასმას გადაცემის წამყვანს სთხოვენ მაყურებლები ანონსზე თავიანთ გამოხმაურებებში, ძალიან ბევრია.

დაველოდოთ ,,მთავარ აქცენტებს”.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...