მთავარიUncategorizedრატომ ახსენდება რევაზ ბოჭორიშვილს წყალ­წა­ღე­ბუ­ლი­სა და ხავ­სის ამ­ბა­ვი? - საფრანგეთში თამბაქოს მეშ­ვე­ო­ბით...

რატომ ახსენდება რევაზ ბოჭორიშვილს წყალ­წა­ღე­ბუ­ლი­სა და ხავ­სის ამ­ბა­ვი? – საფრანგეთში თამბაქოს მეშ­ვე­ო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბის შესაძლებლობას იკვლევენ

Published on

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვა აკრძალა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბი-ბი-სი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მას შემ­დეგ რაც მეც­ნი­ე­რე­ბის გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ თამ­ბა­ქოს მწე­ვე­ლე­ბი კო­რო­ნა­ვირუსს უკე­თე­სად უმკლავ­დე­ბი­ან, მო­სახ­ლე­ო­ბამ თამ­ბა­ქოს ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ძე­ნა და­ი­წყო, რის გა­მოც მის გა­ყიდ­ვა­ზე ზო­მე­ბის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და.

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გან­მარ­ტავს, რომ ახლა მათი მი­ზა­ნია და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რონ და სა­ბო­ლო­ოდ და­ად­გი­ნონ შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა თამ­ბა­ქოს მეშ­ვე­ო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა.

რო­გორც გა­ირ­კვა, სა­უ­ბა­რია ნი­კო­ტი­ნის პლას­ტერ­ზე, რო­მელ­საც ზო­გა­დად სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­სა­ნე­ბებ­ლად იყე­ნე­ბენ. რო­გორც AMBEBI.GE-ს საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა ექიმ­მა რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­ზე პა­რიზ­ში კვლე­ვას მალე და­ი­წყე­ბენ.

– თამ­ბა­ქოს შე­სა­ხებ ეს კვლე­ვა მეც ვნა­ხე… დაკ­ვირ­ვე­ბაა, რომ და­ა­ვა­დე­ბულ­თა შო­რის მწე­ვე­ლი ცო­ტაა.. მაგ­რამ ისიც წე­რია იქვე, რომ მწე­ვე­ლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი მძი­მე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა­ტომ “იცავს” მწე­ვე­ლებს? ამა­ზე პა­სუ­ხი გა­ურ­კვე­ვე­ლია. ახლა იწყე­ბენ კვლე­ვას პა­რიზ­ში, ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. ისევ და ისევ მხო­ლოდ ჰი­პო­თე­ზაა. და ბო­ლოს, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს რომ მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი წე­ლი­წად­ში 75 000 ადა­მი­ანს კლავს (საფ­რან­გეთ­ში).

– ნი­კო­ტი­ნის პლას­ტი­რი კო­რო­ნას­გან და­სა­ცა­ვად?

– დიახ, და­სა­ცა­ვად ან სამ­კურ­ნა­ლოდ… ჯან­მრთე­ლებ­ზე, სა­შუ­ა­ლო და მძი­მე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­ზე იწყე­ბა კვლე­ვა პი­ტიე სალ­პეტ­რი­ე­რის კლი­ნი­კა­ში. ბოლო დროს იმ­დე­ნი რამე იცა­და სამ­კურ­ნა­ლოდ და ჯერ ჯე­რო­ბით არა­ფე­რია რე­ა­ლუ­რი. წყალ­წა­ღე­ბუ­ლი­სა და ხავ­სის ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა. ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა.

წყარო https://www.ambebi.ge/

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...