მთავარისიახლეებიკონფლიქტებიასლან ბჟანია, ალექსანდრე ანქვაბი და ალხაზ კვიწინია - აფხაზური პოლიტიკის ,,სამი მნათობი''

ასლან ბჟანია, ალექსანდრე ანქვაბი და ალხაზ კვიწინია – აფხაზური პოლიტიკის ,,სამი მნათობი”

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საგენტო „სპუტნიკ-აფხაზია“ იუწყება.

ანქვაბი ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას 2011-14 წლებშიც იკავებდა, რომელიც მან 2014 წლის პოლიტიკური კრიზისის შედეგად დატოვა. 2017 წლიდან ის ე.წ. პარლამენტის წევრია. 2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ალექსანდრე ანქვაბი „საპრეზიდენტო კანდიდტის“ ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

ასლან ბჟანიას დღევანდელი გადაწყვეტილებით, მის ე.წ. ადმინისტრაციას ალხას კვიწინია უხელმძღვანელებს. 2019 წლის „არჩევნებზე“ ალხაზ კვიწინია კენჭს იყრიდა „პრეზიდენტის“ თანამდებობაზე, რომელმაც, კენჭისყრის შედეგად, მეორე ადგილი დაიკავა.

თუმცა, როგორც ცნობილია, „სასამართლოს“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის „არჩევნების“ შედეგები გაუქმდა და ხელახალი „არჩევნები“ ჩატარდა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...