მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადაადგილების შეზღუდვა და კილომეტრები, რომელსაც სოფლის მოსახლეობა თითქმის ყოველდღე ფეხით გადის

გადაადგილების შეზღუდვა და კილომეტრები, რომელსაც სოფლის მოსახლეობა თითქმის ყოველდღე ფეხით გადის [Video]

Published on

მთავრობის აკრძალვა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე და ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაბის შეწყვეტამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა, როგორც ქალაქში, ასევე სოფლად. ადამიანს თუ რაიმე სჭირდება, ან აფთიაქში ან საკვებ პროდუქტებზე წასვლა  მას საშუალოდ 7-8 კილომეტრის გავლა მაინც უწევს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მაჟორიტარებსა და რწმუნებულებს რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების დახმარება დაევალათ, რაც  ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში  სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხს, ასევე  სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებულ გადაადგილებას გულისხმობს, მოსახლეობის ნაწილმა ამის შესახებ არაფერი იცის და ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია მათ არ მიუღიათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თქმით,  კორონავირუსის პერიოდში ჩაკეტილ ქალაქებსა და სოფლებში მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა და მთავრობისგან უფრო მეტ ყურადღებას ითხოვენ.

სიახლეები

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...