მთავარისიახლეებისამართალისაქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობის ვადა გაახანგრძლივა

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობის ვადა გაახანგრძლივა

Published on

საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა 22 მაისამდე გაუგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა.

უწყების განმარტებით, ბრალდებულებისთვის, სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია, მათი მდგომარეობის თაობაზე ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით და ის ხელს შეუწყობს დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება ასევე შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...