ირაკლი ღარიბაშვილის საათები რადიო ,,თავისუფლების” ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, საქართველოს სხვადასხვა უწყების საგანგებო შესყიდვებს ვსწავლობდით.
აღმოვაჩინეთ, რომ 12 მარტს თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გააფორმა 83 190 დოლარის მაჯის საათების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას შექმნილ 500 ცალ საათს ყიდულობს, თითოს 166 დოლარად (545 ლარი) წერს რადიო ,,თავისუფლება”
სპეციალურად ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ მოდელს შვეიცარიაში დაამზადებენ, საათებს წამახალისებელ საჩუქრებად გადასცემენ გამორჩეულ ქართველ სამხედროებს და სამინისტროს უცხოელ სტუმრებს.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. ის და მისი მეუღლე სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს. .რადიო თავისუფლებამ ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ღირებულება, საჯარო შეხვედრებზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოჩენილი ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ფოტოებზე დაყრდნობით დაიანგარიშა, ფოტოებზე ამოცნობილი საათები ექსპერტებს შეაფსებინა და დაასკვნა, რომ 8 მაჯის საათის ღირებულება, ჯამში ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.
საათი მექანიკურია, ავტომატური მომართვით – დამზადებულია შვეიცარიაში, ჟენევაში, 18-კარატიანი (750 სინჯის) ვარდისფერი ოქროსგან. ის ღარიბაშვილს 2014 წლის 4 ივნისს, მიუნხენის კონფერენციაზე ეკეთა
ცალკე აღსანიშნავია მისი მეუღლის საათები. ნუნუკა თამაზაშვილს რადიო “თავისუფლების” მიერ გაშიფრულ ერთ ფოტოზე, რომელიც “ფეისბუქზეა:” გამოქვეყნებული, მაჯაზე უკეთია ომეგა ქანსთელეიშენი, (Omega Constellation) საათი საფირის შუშით, მისი ციფერბლატი მოკირწყლულია 18 კარატიანი ოქროსგან დამზადებულ ბუდეში, ჩასმული 34 ცალი ბრილიანტით, აქვს ალიგატორის ტყავის სამაჯური. მისი ონლაინ ფასი 8600 ევრო დაახლოებით 28 ათასი ლარია.ღარიბაშვილის მეუღლის მეორე საათი კარტიეს ბრენდისაა, ეს არის ფოლადის საათი კარტიე ბალონ ბლუ (CARTIER, BALLON BLEU WATCH) საფირის შუშით, ფოლადის სამაჯურით, მექანიკური – ავტომატური მომართვით. დამზადებულია შვეიცარიაში, ონლაინ გასაყიდი ფასი 6 000$ – დაახლოებით 18 ათასი ლარია.
ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ღირებულება 100.000 ლარით მეტია, ვიდრე 2012 წლიდან დღემდე მის მიერ დეკლარირებული შემოსავალი
რადიო ,,თავისუფლებას” დეტალურად მოჰყავს თითოეულ ფოტოზე და ვიდეოზე დაფიქსირებული მაჯის საათები და წერს, რომ მათგან ყველაზე ძვირადღირებული Patek Philippe grand-complications (პატეკ ფილიპი, – გრენდ კომფლიკეიშენი, კოდი: 5159R) გახლავთ, რომლის საბაზრო ფასი 300 ათას ლარს (98.000 დოლარი) უახლოვდება.

საათების შესახებ არაფერია ნახსენები ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2012 წლიდან დღემდე შევსებულ დეკლარაციებში, არადა, ეს საათები ნაჩუქარიც რომ იყოს, დეკლარაციაში მაინც უნდა შეეტანა და მჩუქებელიც უნდა მიეთითებინა, რადგან კანონით, დეკლარაციაში უნდა აღინიშნოს ნაჩუქარი ნივთი, რომლის საბაზრო ღირებულება 10.000 ლარს აღემატება წერს რადიო ,,თავისუფლება”