მთავარისიახლეებისაზოგადოებარითი დაკავდა კორონავირუსის დროს ქალთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი ციცინო შენგელია...

რითი დაკავდა კორონავირუსის დროს ქალთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი ციცინო შენგელია [Video]

Published on

ციცინო შენგელია, რომელიც სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღანელია 2016 წლიდან, ძირითადად ქალთა უფლებების დაცვაზე და ქალთა გაძლიერებაზე მუშაობს. დაახლოებით ორ თვეზე მეტია, იგი კორონა ვირუსის გავრცელების გამო, საქმიანობის აქტიურად გაგრძელებას ვერ ახერხებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ციცინოს სახლში ესტუმრა და მისგან გაიგო თვითიზოლაციის პერიოდში რითია დაკავებული. ციცინოს თქმით, კორონა ვირუსის გავრცელებამდე დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათი ეძინა, თითქმის მთელი დღე-ღამე მუშაობდა. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ქალზე ძალადობის ფაქტებმა და მის ცენტრს რამდენიმე მსხვერპლი ქალი დახმარების მიზნით დაუკავშირდა. როგორც კი კარანტინის რეჟიმი მოიხსნება სხვა სახის შეზღუდვებთან ერთად, იგი კვლავ აქტიურად აპირებს პროექტებზე მუშაობას, უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. კანარნინის გაუქმებამდე კი საკუთარ სახელოსნოში მუშაობს, სადაც ძალიან დიდ დროს ატარებს. იგი პროექტ „აწარმოე საქართველოს“ გამარჯვებულია და გრანტით ყველა ის საჭირო დანადგარი შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემდა მცირე ბიზნესი ეწარმოებინა. დღეს იგი ამ კუთხითაც შექმნილ პრობლემებზე საუბრობს. მას სჯერა, რომ მალე ეს ცუდი სიზმარი დამთავრდება და დაუბრუნდება იმ სამუშაო რეჟიმს, რომელიც ძალიან ენატრება.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...