ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ.
პროდუქტებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელი მიიღებს. საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს.
