მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბაზარი დაიხურა

ზუგდიდის ბაზარი დაიხურა

Published on

ზუგდიდის და ფოთის ბაზრები დაიხურება, ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით მიუხედავად პოლიციის, ზედამნხედველობის სამსახურისა და მოხალისეთა მობილიზებისა უმართავი ვითარებაა, მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ, რის გამოც მიღებულ იქნა ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება.

,,დღეს ვიმყოფებოდი ფოთში, სენაკში და ახლა ვარ ზუგდიდში. სამწუხარო რეალობა გვქვს, მიუხედავად პაატა იმნაძის განცხადებისა, რომელიც ყველამ მოვისმინეთ, ნაკადი არათუ შეწყდა და შემცირდა არამედ მოიმატა. ვხედავთ, რომ როგორც მოსახლეობის ასევე ავტომანქანების რაოდენობა არის მომატებული. ყოვლად მიუღებელი და წამოუდგენელია ის რაც ზუგდიდის ბაზარი დღეს მოხდა, მიხედეავად პოლიციის და მუნიციპალიტეტის მობილიზების შეიქმნა უმართავი პროცესი. მე ბოდიშს ვუხდი მეწარმეებს ვინც დღეს ფაქტიურად დარჩა დაზარალებული, იმის გამო რომ მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე განაცხადეს უარი. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა საკუთრი თავის, ოჯახის წევრების, ნათესავების, პოლიციის, ადმინისტრაციის მიმართ. დაიხურება ზუგდიდის ბაზართან ერთად ფოთის ბაზარიც, მიუხედავად იმისა რომ ფოთში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აკრძალულია გარევაჭრობაც და ყველა დაჯარიმდება ვინც დაარღვევს წესებს. არავის უხარია 3000 ლარიანი ჯარიმების გამოწერა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პოლიცია იმოქმედებს კომპომისის გარეშე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე.“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სიახლეები

“საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს”-ლაშა გაბიტაშვილი

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში "ოცნების" წევრებს დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს რომ...

“ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს

"ოცნება" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. საკითხი შესაძლოა...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა 2016 წელს, 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორია...

“ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ -ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა,...