მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეფერხებული ბიზნესსაქმიანობა - ნანა ფიფია მარწყვის გატანას ევროპის ბაზარზე გეგმავდა

შეფერხებული ბიზნესსაქმიანობა – ნანა ფიფია მარწყვის გატანას ევროპის ბაზარზე გეგმავდა [Video]

Published on

„ჩემი ლამაზი გოგონები“- ასეთი სიტყვებით ეფერება და დაუღალავად უვლის უგემრიელესს „სან ანდრეასის“ ჯიშის მარწყვებს, აგრონომი ნანა ფიფია. მას ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში 4 ათასს კვადრატულ მეტრ ფართობზე მარწყვის სათბურები აქვს გაშენებული, სადაც 20 – მდე ადანმიანია დასაქმებული. ნანას თქმით, სამწუხაროდ, თანამშრომლების რაოდენობა დღეს უკვე ორამდე შემცირდა, რადგანაც კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხემ, მის ბიზნეს საქმიანობას ხელი შეუშალა. მისივე განმარტებით, „სან ანდრეასის“ ჯიშის მარწყვები მთელი წლის განმავლობაში ნაყოფს იძლევა, ახლა კი დაახლოებით ორ თვეზე მეტია, მოსავლის ჩაბარებას ვერ ახერხებენ. მისივე თქმით, ისინი სამეგრელოს რეგიონის ბაზარს მთლიანად ფარავდნენ და მომავალში, არეალის გაფართოებასაც გეგმავნდენ. მთავარი მიზანი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანა იყო და ამ მიზნით კიდევ ორი სათბური დაამატეს, რომელიც დღესდღეობით გაჩერებულია და ელოდება, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ბიზნეს სექტორი, სიტუაციის გამოსწორებას. იგი ასევე 2012 წლიდან ხილ-კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეა. სწორედ ამ პერიოდს ითვლის მისი საქმიანობაც. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ნანას ლამაზი და უგემრიელესი გოგონები გაიცნო და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო ამ კენკროვანი მცენარის დადებითი და სასარგებლო თვისებების შესახებ.

სიახლეები

“საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს”-ლაშა გაბიტაშვილი

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში "ოცნების" წევრებს დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს რომ...

“ოცნება” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს

"ოცნება" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს. საკითხი შესაძლოა...

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა 2016 წელს, 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორია...

“ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ -ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა,...