კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, რამდენიმე დღით დაკეტილი ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი ნაწილობრივ ამუშავდა. აქ სურათი რადიკალურად შეცვლილია, ბაზრის შესასველთან სპეციალური სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, მოქალაქეებს რიგში დგომის შემდეგ უშვებენ შიგნით და ხელებზე სადეზინფექციო ხსნარს ასხამენ, ასევე ყველას მოუწოდებენ დისტანცია დაიცვან. ამ პროცედურების გავლის შემდეგ მყიდველები, როგორც თავად ამბობენ, მცირედით გაზრდილი თანხით პროდუქტებს ყიდულობენ. წინასააღდგომოდ ბაზრის მუშაობით, უკმაყოფილოები უფრო მეტად გამყიდველები არიან და ჩვენ გადამღებ ჯგუფთან არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობენ.სააღდგომოდ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია, შინაური ფრინველის კვერცხი, რომლის ღირებულება შარშანდელთან შედარებით გაზრდილია, დაახლოებით 20 თეთრით. ყველი 15 ლარი ღირს, ნიგოზი 25 ლარიდან 35 ლარამდე. ზუგდიდის ბაზარში მყიდველებიცა და გამყიდველებიც ამბობენ, რომ წინასაღდგომოდ ფასები ყოველთვის მატულობს, თუმცა წელს კორონა ვირუსის გამო, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. როგორც გამყიდველები ამბობენ, შეზღუდული დროის გამო, თავიანთი საქონლის გაყიდვას ვერ ახერხებენ, ასევე მყიდველებს რიგში დიდხანს უწევთ დგომა და იმ რაოდენობის ხალხი ვერ შედის ბაზარში, როგორც ადრე იყო. თუ სააღდგომო სუფრისთვის აუცილებელი პროდუქტების შეძენას გეგმავთ, ზუგდიდის ბაზარში 16 აპრილის მონაცემებით, სააღდგომო სუფრის გასამზადებლად დაახლოებით 200-დან 400 ლაამდეა საჭიროა.
სააღდგომო ფასები ბაზარში და უკმაყოფილო მყიდველები [Video]
- Tags
- video
სიახლეები
სიახლეები
Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა
Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...
სიახლეები
“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...
სიახლეები
კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...
სიახლეები
მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....