მთავარისიახლეებისაზოგადოებაამირან გამყრელიძე: ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო - ნუ წავალთ ეკლესიებში,ნუ გავალთ...

ამირან გამყრელიძე: ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო – ნუ წავალთ ეკლესიებში,ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ამ წელს გავაკეთოთ ეს გამონაკლისი

Published on

“ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ღმერთი, იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ეკლესიაში არ წავიდნენ და სახლიდან ილოცონ.

“ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამის თქმა, რომ არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები და მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ღვთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი, იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას”, – თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ამ წელს გავაკეთოთ ეს გამონაკლისი

ინფექციას ვერ გავექცევით, გაიზრდება ინფექცია. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად, ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ და რამდენად მსუბუქი შემთხვევები გვექნება, როგორი იქნება ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები, რომ მოუაროს. 2000-ს მოუვლის დღეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ 5, 8 10 ათასს, სადაც 30% იქნება სარეანიმაციო, ვერ მოვუვლით, იცოდეთ. გვექნება ბევრი მსხვერპლი.

ამიტომ, ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ნუ გავმართავთ იქ სმა-ჭამას. თითო ადამიანი გავიდეს და თითო კვერცხი გააგოროს, თუ შეიძლება. ნუ გავალთ სასაფლაოებზე, ამ წელს გავაკეთოთ ეს გამონაკლისი. იმიტომ, რომ ამან შეიძლება ისეთ სპირალში შეგვიყვანოს, საიდანაც შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება გამოსვლა. თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
16 აპრილი, 2020

ამირან გამყრელიძის თქმით, მომდევნო 4 დღე “მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იქნება”. თუმცა, მისივე თქმით, ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა 2-3 დღეში არ გამოვლინდება, რადგან კორონავირუსის სიმპტომები ინფიცირებიდან 5-6 დღეში ჩნდება. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული ტემპით წავალთ, პროგნოზის მიხედვით, 10 მაისისთვის შეიძლება 2,000 – 2,500 აქტიური შემთხვევა გვქონდეს. 

“თუ ოდნავ მოვეშვით, ეს მეტად მოსალოდნელია მომავალი 4 დღის განმავლობაში, შეიძლება ავიჭრათ 5, 7, 8 ათასი და კიდევ მეტი ინფიცირების შემთხვევაზე, რომელიც უკვე ძალიან დიდი ტვირთი იქნება”, – თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო სამ დღეში ეპიდემიის განვითარების მრუდზე “ორი დიდი ნახტომი გავაკეთეთ”.

“სამი დღის განმავლობაში 70, ორჯერ გვქონდა უკვე 30-30 შემთხვევა. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ შიდა გავრცელება უფრო მეტია, ვიდრე იდენტიფიცირებულია. ამიტომ, საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ”, – თქვა გამყრელიძემ. 

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...