მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ვაქცინა მზად არის, მაგრამ მისი ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დასრულებულა. სრული...

,,ვაქცინა მზად არის, მაგრამ მისი ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დასრულებულა. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის…” – გიორგი ბაბუაძე, ქართველი მეცნიერი კანადიდან

Published on

მეცნიერი გიორგი ბაბუაძე, რომელიც კანადაში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაქცინა მზად არის. როგორც გიორგი ბაბუაძე განმარტავს, ვაქცინაზე მუშაობა პანდემიის გამოცხადებიდან ერთ კვირაში დაიწყო და აღნიშნული ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დასრულებულა.

„ცხოველებზე ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები. გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის…

გიორგი ბაბუაძე: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა მიიღო დროული და სწორი პრევენციული ღონისძიებები

ჩვენ ვმუშაობთ მესამე ტიპის ვაქცინაზე, რომელიც არ საჭიროებს ცოცხალი ან ანტივირუსის შეყვანას ორგანიზმში. ეს არის კონკრეტული დნმ პლატფორმის მეშვეობით, კონკრეტული ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმი. რაკი პლატფორმა უკვე მზად იყო, ჩვენ მაშინვე შევუდექით ამ საქმეს და ორი თვეც არ დაგვჭირდა, მზად გვქონდა ვაქცინა. პრეკლინიკურ ფაზაში ვართ, ამას სჭირდება გარკვეული დრო. 30-40 დღე გვაშორებს პრეკლინიკური ფაზის საბოლოო პასუხებს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, კლინიკურ ფაზაში გადავიდეთ. კლინიკურ ფაზაზე გადასვლა შეიძლება მოხდეს პარალელურად ან მას შემდეგ, რაც გვექნება პირველი უჯრედული იმუნური პასუხი მაინც, 28 დღის შემდეგ პირველი ვაქცინაციიდან. უბრალოდ, ეს დაკავშირებულია დროსთან, ყველაფერს სჭირდება საბუთები, ფორმალობა, ოფიციალური მონაცემები, თანხები. ახლა ვაწარმოებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს. დღესაც გვქონდა ჩართვა კანადის მთავრობასთან, არიან დაინტერესებული კომპანიები, უშუალოდ კანადის სახელმწიფოსაც დიდი ინტერესი აქვს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და ველოდებით. ჯერ მიმდინარეობს თითოეული დეტალის განხილვა, რა გვჭირდება, რამდენად არის მზაობა ორივე მხრიდან. დაახლოებით ორ კვირაში გვეცოდინება, შევალთ თუ არა კლინიკურ ფაზაში ამ ერთი თვის განმავლობაში. დღევანდელი ტექნოლოგიები რომ არა, ვაქცინის დამზადებას დასჭირდებოდაა ათეულობით წლები. თუმცა, რაკი დღეს გვაქვს ასეთი ტექნოლოგიები, საზოგადოების მხარდაჭერა და სხვადასხვა ორგანიზაცია გამოთქვამს მზაობას, დახარჯონ შესაბამისი თანხები, ვიტყოდი, რომ კლინიკური ფაზის დასასრული შეიძლება ვივარაუდოთ სექტემბერში ან ოქტომბრის ბოლოსთვის“, – განაცხადა ბაბუაძემ.

მისივე განმარტებით, კორონავირუსი მუტაციას საათების და დღეების მიხედვით არ განიცდის. ბაბუაძის განცხადებითვე, ვირუსმა მუტაცია შესაძლოა, წელიწადში, ორ წელიწადში, ათ წელიწადში განიცადოს და ეს მათ სამუშაო პროცესზე გავლენას არ ახდენს.

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...