მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა 11-18 მაისამდე გაგრძელდეს

საქართველოში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა 11-18 მაისამდე გაგრძელდეს

Published on

ხელისუფლებაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე ფიქრობენ. პრესა.ჯის ინფორმაციით, კვირის დასაწყისში უკვე ჩაინიშნა პარლამენტის ბიუროს სხდომა. 

მომდევნო კვირის ბოლომდე ჩაინიშნება პარლამენტის რიგგარეშე სესიაც, სადაც დიდი ალბათობით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას უყრიან კენჭს.

სახელმწიფო კანცელარიაში, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის აუცილებლობით ხსნიან.

თუმცა, ამავე დროს, ეს იმასაც ნიშნავს რომ კიდევ რამდენიმე კვირით დარჩება ათი ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე.

პანდემია-ეპიდემიის გამო, საქართველოში, საშუალოდ,100 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. 

ათასობით ოჯახი სახლშია გამოკეტილი საკვები პროდუქტებისა და დანაზოგის გარეშე, ხელისუფლება კი უარს ამბობს ფულად დახმარებაზე.

ეს მაშინ, როდესაც მთელ რიგ ქვეყნებში, უმუშევრად დარჩენილებს მთავრობებმა ფულადი დახმარება გაუწიეს.  

თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში, უმუშევრად დარჩენილი ოჯახები მომდევნო ერთ თვეს კვლავ მძიმე სოციალურ პირობებში გაატარებენ.

ამავე დროს, უმძიმეს მდგომარეობაშია ბიზნესიც. ხელისუფლებამ არც გადასახადები დაწია და არც ინკასოზე თქვა უარი, რითაც ათასობით კომპანია და იქ დასაქმებული ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.

წყარო https://presa.ge/?m=society&AID=81407

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...