მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, ცალკე აღირიცხება ინფიცირებული ის მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსი საქართველოს...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, ცალკე აღირიცხება ინფიცირებული ის მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსი საქართველოს გარეთ დაუდასტურდათ – მარინა ეზუგბაია

Published on

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, ცალკე აღირიცხება კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსი საქართველოს საზღვრებს გარეთ დაუდასტურდათ. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში ასეთი 3 პაციენტია, რომელიც უკვე საქართველოს კლინიკებში მკურნალობს, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით დადასტურებულ შემთხვევებს, ასეთი 233-ია.

“ამ ეტაპზე გვაქვს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ამ 236-დან 3 დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი, 2 სომხეთიდან და 1- თურქეთიდან, ანუ რას ნიშნავს – იქ არის დადასტურებული და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან, აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული 3 შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის, გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ აღრიცხვა, ჯანმოს მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ. თუ ცალკე განვიხილავთ ამას, ამ 236-დან 3 თუ ცალკეა, მაშინ 233-ია, გამოდის, რომ ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 2 ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოში დადასტურებულია. სამივე საქართველოს მოქალაქეა და შეგვიძლია ჯამურად განვიხილოთ, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკე იქნება გამოტანილი. თუ მას კიდევ შეემატება პაციენტების რაოდენობა, ცალკე რიცხვებს მოგახსენებთ.

გუშინ ჩვენთან 15 ადამიანზე ჩატარდა ტესტირება და 1 დაგვიდასტურდა, რომელიც შემოგვემატა. ეს არის ეროვნული ბანკის კონტაქტი. ახალი პაცინეტი იყო თვითიზოლაციაში, იმიტომ, რომ ეს ეროვნული ბანკის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იყო და როდესაც მასთან გამოვლინდა ტემპერატურა, მაშინვე გადმოყვანილი იქნა ჩვენთან, ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და დადასტურდა კოვიდი. მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, ცალკე აღირიცხება ინფიცირებული ის მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსი საქართველოს გარეთ დაუდასტურდათ” – განაცხადა ეზუგბაიამ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...