მთავარისიახლეებიმსოფლიოირანში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტეს

ირანში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაწყვიტეს

Published on

ირანში მუშაობა განაახლეს “მცირედი რისკის” ბიზნესებმა, დედაქალაქ თეირანის გამოკლებით, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 18 აპრილიდან დაიწყება, – იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.

თეირანს გარეთ მუშაობა განაახლეს სამთავრობო ოფისებმაც, რომელთა თანამშრომლების დაახლოებით ერთი მესამედი შინიდან მუშაობს.

IRNA-ს ინფორმაციით, პრეზიდენტი ჰასან როჰანი ირანელებს მოუწოდებს, კვლავაც მისდიონ ჯანმრთელობის დაცვის წესებს, რადგან ქვეყანა ცდილობს შეაჩეროს ახალი კორონავირუსის გავრცელების ტემპი.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის, ირანი ყველაზე მეტად დააზარალა გლობალურმა პანდემიამ – 70,000-ზე მეტი ინფიცირებული და 4,300-ზე მეტი გარდაცვლილი ადამიანით.

მთავრობა შიშობს, რომ ბიზნესების დიდი ხნით დახურვა და ეკონომიკური აქტივობის შეჩერება დიდ ზარალს მიაყენებს სანქციების გამო ისედაც შეზღუდულ ეკონომიკას. აშშ-მა ირანს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა, მაგრამ ირანის ლიდერებმა ამაზე უარი თქვეს და სანაცვლოდ სანქციების მოხსნა მოითხოვეს

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...