მთავარისიახლეებისაზოგადოებალენტეხისა და ცაგერის რაიონში დილიდან 3 ბლოკ-პოსტი ამოქმედდება

ლენტეხისა და ცაგერის რაიონში დილიდან 3 ბლოკ-პოსტი ამოქმედდება

Published on

ლენტეხისა და ცაგერის რაიონში დილიდან 3 ბლოკ-პოსტი ამოქმედდება. ბლოკ-პოსტებისთვის ადგილები უკვე შერჩეულია.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძეინტერპრესნიუსთან საიბარში ამბობს, რომ ბლოკპოსტები ცაგერის შესასვლელთან, ე.წ. გელავერის უღელტეხილზე, ასევე მურის ციხესთან და სოფელ ალპანაში განთავსდება და დილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დადგენილია უკვე ინფიცირებულთა „პირველადი კონტაქტებიც“, თუმცა, მთლიანობაში რამდენი კონტაქტია გამოვლენილი, ამ ეტაპზე არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ სრული ინფორმაცია არ აქვს.

„დაფიქსირებისთანავე, მყისიერად ჩაერთო ჯანდაცვის შესაბამისი წარმომადგენლობა, ექიმები და პოლიციის თანამშრომლები. მაქსიმალურად დროულად მოხდა კონტაქტების გამოვლენა. პირველადი კონტაქტები ძირითადად, გამოვლენილია. გრძელდება მუშაობა და ხვალ დღის ბოლომდე სრულად იქნება გამოვლენილი“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...