მთავარისიახლეებითვალსაზრისი"ადამიანი კი არ არის შაბათისათვის შექმნილი, არამედ შაბათია ადამიანისთვის შექმნილი"

“ადამიანი კი არ არის შაბათისათვის შექმნილი, არამედ შაბათია ადამიანისთვის შექმნილი”

Published on

როცა ქრისტეს მოწაფეები შაბათ დღეს გავიდნენ ყანაში და თავთავის კრეფა დაიწყეს, ფარისევლებმა მას უთხრეს, თუ რატომ აკეთებდა იმას, რაც შაბათ დღეს არ შეიძლებოდა, ხოლო ქრისტემ მიუგო მათ – “შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის”.

ბასილ კობახიძე, რომელიც სწორედ “ქრისტიანული ქრისტიანობისთვის” განდევნეს ეკლესიიდან, მისი ცხოვრება შეალია საპატრიარქოსთან ბრძოლას (როგორც თვითონ თქვა) და ვერავინ იტყვის, რომ ფუჭად ჩაიარა აღნიშნულმა, – ან კი ჩაიარა საერთოდ – რადგან მისი აზრები ეკუთვნის პროგრესს და სიკეთეს, ხოლო ეს ორი ცნება – მომავალს.

ბასილ კობახიძე, რომელიც ზოგჯერ “რადიკალური” მოსაზრებებით გამოირჩევა, შემიძლია ვთქვა რომ მესმის მისი, რადგან ადამიანების შეცდომაში შეყვანა, მათი დაბნევა და დაზომბირება არის ბოროტება, ხოლო ბოროტების მიმართ რადიკალიზმი ხშირად საჭირო და აუცილებელიც კი ხდება. სად არის პრობლემა? პრობლემა არის ქრისტიანობის შუასაუკუნეობრივ გაგებაში და ამის გამო (და არა მხოლოდ…), როგორც ბასილ კობახიძემ თქვა მოსწრებულად, “მათ ჰყავთ საკუთარი ღმერთი, მოლოქი”, რომელსაც სურს მსხვერპლშეწირვა, მარტივად რომ ვთქვათ, ტირანი, რომელიც სჯის ადამიანებს იმის გამო, რომ “რაღაც” მის “სტანდარტში” არ ჯდება. ცხადია ეს არ არის იესო, ქრისტიანობა, რადგან იესო შეიძლება მხოლოდ იყოს სიყვარული, – სხვანაირად ის თავის თავთან მოვა წინააღმდეგობაში – რომელმაც შეუნდო ყველას, მათ შორის იმათ, ვინც ის ჯვარს აცვა, რადგან ფიქრობდა, რომ მათ არ იცოდნენ თუ რას სჩადიოდნენ – “მამაო, მიუტევე მათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან”. ქრისტიანობა ყველაზე ნაკლებად არის რიტუალები და ხატებიდან გადმოსული მირონი, რადგან ქრისტე სიყვარულში, თანაგრძნობაში, პატიებაში, თანადგომაში და ამგვარ კიდევ ბევრ რამეში გამოიხატება. აქ კვირის დღეებს, რაციონს, გადატყავებულ მუხლებს, გნებავთ ზურგს, ყველაზე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა…

ვერ ვიქნები პატივცემული ბასილის მიმართ ცუდად განწყობილი, რადგან მისი სიტყვები, ჯერ ერთი, რომ რაციონალურია, ასევე იგრძნობა გულწრფელობა, იდეალიზმი და კაცთმოყვარეობა, მიუხედავად მისი რადიკალიზმისა (აქ ბრჭყალების გარეშე). ასევე მისი ცხოვრებისეული გამოცდილებითაც აიხსნება აღნიშნული რადიკალიზმი (მეხამუშება ეს სიტყვა)

ბოლოსკენ კი, ვისურვებდი (ვისურვებდი იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჯერ შორს ვართ სწორი და ადამიანური აზროვნებისგან, აღნიშნული სიტყვების პირდაპირი გაგებით, და, იმედია, არ მიწყენთ ასეთ ამპარტავნებას, ქრისტესმიერი სიყვარულით შემინდეთ), რომ ქრისტე, ღმერთი, არა ვირუსების და მდინარე ვერეს ამდიდებლად კი არ აღვიქვათ, რომელიც ხალხს აშტერებს, კლავს და ტანჯავს, ხოლო ვისაც ტოვებს, მოძალადეებად აქცევს, არამედ იმ დოზის სიყვარულად, რომელსაც არათუ დედამიწა, სამყაროც რომ ვერ დაიტევს.

“ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”

ავტორი: ლევან თორია

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...