„დღეიდან ჩვენი, ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე.
დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები.
აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, PSP-ზე და GPC-ზე. ეს 4 ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მიწოდება მოსახლეობისთვის. ყველაზე გვიან შაბათ დღეს ყველგან ამ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა“, – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით ერთი პირბადე 50 თეთრად გაიყიდება, მიუხედავადიმისა, რომ მისი წარმოება 1 ლარი ჯდება