მთავარისიახლეებისტრასბურგმა აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

სტრასბურგმა აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

Published on

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ საქმეზე – “გიორგი მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოიტანა.

გიორგი მექვაბიშვილი 2023 წლის 8 მარტს დააკავეს, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს. აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა ადამიანების მიმართ პოლიციელების სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და პოლიციას მოუწოდებდა, არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც ის დააკავეს.

გიორგი მექვაბიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავეს.

სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ Facebook-ზე იურისტი გიორგი ბურჯანაძე წერს და განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მსჯავრდებას მხოლოდ პოლიციელის ჩვენება დაედო.

ასევე, ის ამბობს, რომ დადგინდა შეკრების თავისუფლების დარღვევა, რადგან არსად ჩანდა გიორგი მექვაბიშვილის საქმეში, რომ ის მანიფესტაციის რამე წესს არღვევდა.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...