მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორსული ქალი შეიყვანეს, რომელიც სპორტსმენის კლასტერიდანაა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორსული ქალი შეიყვანეს, რომელიც სპორტსმენის კლასტერიდანაა [Video]

Published on

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ ორსული ქალი შეიყვანეს ანაკლიის საკარანტინო ზონიდან, რომელსაც ცხელება და ხველა აღენიშნება. – ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოდან აცნობეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს პაციენტის კვლევა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

ცნობისთვის, ორსული ქალბატონი იმ სპორტსმენის კლასტერია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის არიან ორი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...