სოფლის მეურნეობის მინისტრი : რა შემთხვევაში განახლდება აგრარული ბაზრების ფუნქციონირება?

0
418

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან   დავითაშვილმა განაცხადა, რომ მოკლე ხანში ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების ნაწილმა შეიძლება  გამონაკლისის სახით ფუნქციონირება განაახლოს.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა სამუშაო ჯგუფებმა უნდა მიიღონ.

,, შესაძლოა, ზოგმა ბაზარმა იმუშაოს და ზოგმა ვერ იმუშავოს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი პირობები

აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული. თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც შეეძლება ადგილზე არსებულ სამუშაო ჯგუფებს, შტატებს, რომლებიც რეგიონის ჭრილში გუბერნატორებთან ერთად არსებობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცვლება, გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად და ადეკვატურად იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, მათ შორის, გათვალისწინებულია ექიმების მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს აგრარული ბაზრებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში.

კერძოდ, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით. ამასთან, დახურულ სივრცეში განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება. ბიზნესოპერატორი ვალდებულია პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყონ დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და უზრუნველყონ ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება, დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა. ამასთან, უნდა უზრუნველყოს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს არსებობა.

ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია (COVID-19)მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა (COVID-19)ტემპერატურის გაზომვით,) და აღრიცხოს იგი მისთვის ხელსაყრელი მეთოდით.

ვალდებულებებს შორისაა შემდეგი მოთხოვნებიც: ბიზნესოპერატორებმა სავაჭრო სივრცის ფართობის მიხედვით განსაზღვრონ და არეგულირონ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა შეზღუდული რაოდენობა. არ დაუშვას აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი/მყიდველი, პირბადის გარეშე და რომელსაც ხელები დაცული არ ექნება ერთჯერადი ხელთათმანით ან ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით.

ამასთან, მყიდველი ვალდებულია აგრარულ ბაზარში სურსათს შეეხოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით, ასევე, ვალდებულია აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შევიდეს და გამოვიდეს მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით და დაიცვას სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მეტრი მანძილისა. რეკომენდაციის თანახმად, მყიდველმა დახველების და დაცემინების დროს უნდა მიიფაროს სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი, ასევე გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი ან ერთჯერადი პლასტიკის პარკი განათავსოს შესაბამის ურნაში/კონტეინერში.

ცალკეა განსაზღვრული აგრარულ ბაზარში მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებები. კერძოდ, მოვაჭრეების ვალდებულებაა მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს, არ გადასცენ მობილური ტელეფონი გამოყენებისთვის სხვა პირს. სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო ადგილზე. სამუშაო ადგილზე არ გამოიყენონ სამკაულები, ხელის ჰიგიენის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ხელის ჰიგიენა ჩაიტარონ დამატებით აუცილებლად: საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ; დახველების ან დაცემინების შემდეგ; საპირფარეშოთი სარგებლობამდე და შემდეგ.

ვრცლად რეკომენდაციები აგრარული ბაზრებისთვის იხილეთ ბმულზე- http://nfa.gov.ge/ge/media-centri/axali-ambebi0/siaxle1/rekomendaciebi-agraruli-bazrebistvis.page?fbclid=IwAR0zV4R7H3O-FWESD0e3Vm1v0hxo2i9TTcVnsgELMW_6SnFQfg6EjN6aKAQ

წინა სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიადაინფიცირებული პაციენტი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩამოვიდა, სადაც მივლინებით იმყოფებოდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური