მთავარიUncategorizedდაინფიცირებული პაციენტი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩამოვიდა, სადაც მივლინებით იმყოფებოდა

დაინფიცირებული პაციენტი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩამოვიდა, სადაც მივლინებით იმყოფებოდა

Published on

ეგრეთწოდებული აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ დღეს აფხაზეთში covid 19-ის პირველი შემთხვევა დაადასტურა. მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის თქმით, დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. პაციენტი მოსკოვიდან ჩამოვიდა, სადაც მივლინებით იმყოფებოდა. მამაკაცი გაგრაში ცხოვრობს. სკორიკის ინფორმაციით, პაციენტი გუდაუთის სპეციალურ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც უტარდება კვლევები. გუშინ, 6 აპრილს აფხაზეთის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა თამაზ წახნაგიამ განაცხადა რომ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ აფხაზეთში ვირუსი ფართოდ გავრცელდება.

ცნობისთვის, რუსეთ- აფხაზეთის ე. წ საზღვარი 6 აპრილამდე 838-მა ადამიანმა გადმოკვეთა და აქედან, გუუშინ 56 ადამიანმა გადაკვეთა, აქედან 2 ადამიანი გადაყვანილია გუდაუთის საავადმყოფოში, ორივე მათგანს ვირუსუსთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

ავტორი:თამუნა შონია

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...