მთავარიUncategorizedსამედიცინო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების რეაქცია სუს-ის ყოფილი უფროსის გამოხდომაზე ანზორ...

სამედიცინო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების რეაქცია სუს-ის ყოფილი უფროსის გამოხდომაზე ანზორ მელიას მიმართ

Published on

სუს-ის ყოფილი უფროსის თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით და შეურაცხმყოფელი კომენტარები ანზორ მელიას მისამათით – გოგაშვილის ფეისბუქპოსტს ის ექიმები ეხმაურებიან, რომლებიც უცხოეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციას უწევენ.
მედიკოსები აცხადებენ, რომ ეს მიუღებელია, რადგან ექიმები ყოველთვის, ომშიც კი მოწინააღმდეგე მხარეს არსებულ პაციენტებსაც კი უანგაროდ უწევდნენ დახმარებას. მათ სურთ, რომ პროტესტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იყოს ხმაღალი.


გაოგნებული და გაოცებული ვარ, როგორ შეძლო მავანმა ამაში პოლიტიკური სარჩულის დანახვა”

– აცხადებს ექიმი ვახტანგ კალოიანიც – პოლიტიკური ნიშნით განსხვავება არის დაუშვებელი. ასეთი მიდგომები აზიანებს შედეგს და როცა ქვეყანა იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ მსგავსი პოსტების წერა არის სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი.
“ყველა ექიმს, როგორც მოქალაქეს აქვს პოლიტიკური სიმპატიების ქონის უფლება, თუმცა მის პროფესიულ საქმინობასთან არანაირ კავშირში არ უნდა იყოს. პოლიტიკის და მედიცინის ერთმანეთში არევა არც ერთი ომის და არც ერთი შემთხვევის დროს არ ხდება” – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

,,და ამ არსებას ებარა ჩვენი უსაფრთხოება?

„ნაციონალური მოძრაობა კი არა დამოუკიდებელი საქართველო არ არსებობდა, როდესაც ბატონი ანზორ მელია უკვე სახელოვანი მკურნალი გახლდათ. წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი – ის რომ არ ყოფილიყო, 12 წლის წინ, პირადად მე, უკვე იმ ქვეყანაში ვიქნებოდი.

შემზარა, რაც წავიკითხე ყოფილ სოც-დაუცველ, ხორცით მოვაჭრე, შემდგომ მილიონერი უშიშროების ფაქტობრივი ექს-შეფისა და მმართველი პარტიის დღევანდელი ცნობილი ლიდერის იოსებ გოგაშვილის სიძულვილით აღსავსე სტატუსში.

საიდან ამდენი ბოროტება და ამ არსებას ებარა ჩვენი უსაფრთხოება? ახლა მე ეჭვი აღარ მეპარება რატომ ჩაცხრილა მისი სარდლობით სპეცრაზმმა მძინარე, უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი და რატომ უწოდებს ამ ახალგაზრდას დღემდე ტერორისტს. დაიხსომეთ თუ საქართველომ პოლიტიკიდან სამუდამოდ არ მოიცილა ე.წ ქიზიყური მაფია თამაზაშვილ-ჯანყარაშვილ-ღარიბაშვილ-გოგაშვილის სახით, მას არაფერი არ ეშველება“ – წერს შალვა ნათელაშვილი.

,,რაც გოგაშვილია, ისაა პარტიაც და ივანიშვილის კარიც…

„ნიკა მგონი დაბადებულიც არ იყო, როცა პირადად მე ანზორ მელიას სახელი და გვარი მესმოდა. ნიკა მელიას ფაქტორს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ჩემი ეს პოსტი პოლიტიკური მოტივებისგან სრულად დაცლილია. – ანზორ მელიას მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ფეისბუქის გვერდზერ ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. – სიახლე არავისთვის იქნება, თუ ვიტყვი, რომ თავის მშობლიურ ქალაქში და მთლიანად საქართველოში, ალბათ კაცი არ იყო დარჩენილი, ვინც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ანზორ მელიას იმედად არ ყოფილიყო.

ნამდვილად დიდი პატივია ალბათ გოგაშვილისთვის, რომ მის აბდაუბდას ვეხმიანები, მაგრამ ეს აბდაუბდა მმართველი პარტიის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნევა ივანიშვილის კარზე. რაც გოგაშვილია, ისაა პარტიაც და ივანიშვილის კარიც… თუმცა, შვილის პოლიტიკური შეხედულების გამო, ამ რანგის და დამსახურების ექიმის შეურაცხყოფა რომ თქვცენთვის წამგებიანია, ვინმე მაინც გირჩიოთ… მინიმუმ ის მაინც გაითვალისწინეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის მებრძოლს, ადამიანის სიცოცხლის მარტივად გამმეტებელი რომ ლანძღავს, საზოგადოება ამას არც მიიღებს და ყველა ნაბიჯზე წინ გხვდებათ… „ – წერს ედპ-ის ლიდერი.

სიახლეები

“თავში მუშტები ჩამარტყა…” – ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ

საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ცნობილ პოლიციელს ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ:       ...

სოციალურ ქსელზე უკანონო წვდომა მოიპოვა, ინტიმური ფოტო გადმოწერა და აშანტაჟებდა – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. "ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ...

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...