მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთიდან დევნილი მე-11 კლასელი მარიამ ნარმანია პირბადეებს უფასოდ კერავს, ახლა სურვილი აქვს...

აფხაზეთიდან დევნილი მე-11 კლასელი მარიამ ნარმანია პირბადეებს უფასოდ კერავს, ახლა სურვილი აქვს აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს დაეხმაროს

Published on

17 წლის მარიამ   ნარმანია     ა/ო „აფხაზეთი ჩემი“-ს მოხალისეა, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გადაწყვიტა საქველმოქმედო აქციაში ჩართულიყო და პირნადეების შეკერვა დაიწყო. 100 ცალი პირბადე საკუთარი ხარჯებით შეკერა და ადგილობრივებს დაურიგა, ახლა სურვილი აქვს აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს დაეხმაროს. სურვილის შემთხვევაში, თუ ნაჭრით დაეხმარებიან, შეკერავს იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება. „ონლაინგაკვეთილების მერე ვიწყებ კერვას ყოველდღე.. მტკივა ის ქართველები რომლებიც იქ დაუცველად გრძნობენ თავს, მეც დევნილი ვარ და მცირედითაც რომ დავეხმარო, კმაყოფილი ვიქნები, ჩავთვლი, რომ ერთი აგური მეც დავდე სადღაც, კარგი საქმის კეთებაში…“- ამბობსმარიამი.  მარიამის ქველმოქმედება  პირველი არ არის, რადგან სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად „აფხაზეთი ჩემი“ს ფარგლებში საკუთარი ხელთნაკეთი ნივთები რამდენჯერმე გაყიდა.  მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მას ფეისბუკვერდზეhttps://www.facebook.com/ApkhazetiChemi/  ან დაეკონტაქტონ ტელეფონზე 558680208

#სიკეთეგადამდებია

#დარჩისახლში

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...