მთავარისიახლეებიმსოფლიო,,უკეთესი დღეები დაბრუნდება: ისევ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ისევ ჩვენს ოჯახებთან ერთად ვიქნებით,...

,,უკეთესი დღეები დაბრუნდება: ისევ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ისევ ჩვენს ოჯახებთან ერთად ვიქნებით, ისევ შევხვდებით” – დიდი ბრიტანეთის დედოფალი

Published on

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ საყოველთაო მიმართვისას ქვეყნის მოსახლეობა გაამხნევა, “ჩვენ წარმატებით გავიმარჯვებთ კორონავირუსზე”, – თქვა დედოფალმა.

საჯარო მიმართვისას, რაც საკმაოდ იშიათად ხდება, ელიზაბეტ მეორემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას წესების დაცვისა და მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების შესრულებისთვის.

“ერთად სხვების დასახმარებლად”, – მიმართა ბრიტანელებს დედოფალმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეპიდემიას ებრძვის და მათი შრომა “გვაახლოებს ნორმალური ყოფისკენ”.

დიდი ბრიტანეთის დედოფლმა მოსახლეობას მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია.

“აქამდეც გვქონია გამოწვევევი, ეს განსხვავებულია. ამ ეპიდემიამ ყველა ეროვნება გაგვაერთიანა, ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება ყველა ჩვენგანის იქნება. უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ წინ სირთულეებია, უკეთესი დღეები დაბრუნდება: ისევ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიქნებით, ისევ ჩვენს ოჯახებთან ერთად ვიქნებით; ისევ შევხვდებით”, – თქვა ელიზაბეტ მეორემ.

93 წლის დედოფალმა საყვარელი ადამიანებისგან მტკივნეული განცალკევება, რასაც სოციალური დისტანცირება იწვევს, ევაკუირებული ბავშვების გამოცდილებას შეადარა მეორე მსოფლიოს ომის დროს, “მაშინაც და ახლაც, ჩვენ ყველამ ვიცოდით და ვიცით, რომ ამის გაკეთება სწორია,” – თქვა მან.

დიდი ბრიტანეთის დედოფლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრმიერმინისტრი ბორის ჯონსონი, კორონავირუსის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯონსონი თვითიზოლაციაში 27 მარტის შემდეგ იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც COVID 19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი უჩვენა.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...