მთავარისიახლეებისამართალითეა წულუკიანი: საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება

თეა წულუკიანი: საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება

Published on

საქართველოში აღარ იარსებებს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რატომ გადაიყვანეს ე.წ. მატროსოვის ციხიდან მსჯავდებულები რუსთავში და მათ შორის არიან თუ არა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

„მატროსოვის ე.წ. ციხე, ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულება, მისი შენობა, ვინც ამ შენობას იცნობს, არის ძალიან მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ამას პირველ რიგში ალბათ თავად პატიმრები იტყვიან ან ისინი, ვინც ამ ციხეში ერთხელ მაინც ყოფილა, თუნდაც ადვოკატის სტატუსით შესული.

ჩვენ შარშან უკვე დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის. სწორედ პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე. რუსთავში, ნომერ მეთორმეტე და ნომერ მეთექვსემეტე პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკოსნტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი შედარებაც კი არ შეიძლება ნომერ მეცხრე დაწესებულებასთან შედარებით.

გუშინ მოხდა ეტაპირება ყველა ბრალდებულის თუ მსჯავდებული, ვინც ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იმყოფებოდა. ორ ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში და გამოცემულია მარტის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება ნომერ მეცხრე დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ მაისს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება ნომერ მეთორმეტე დაწესებულებას.

„საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რომელი ჩინის და რა რანგის მოხელეც უნდა იყოს, იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის ცალკე დაწესებულება პირველი მაისიდან უკვე აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში, რომლის ნაწილის ყოფილი მატროსოვის ციხეც გახდება პირველი მაისიდან“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...