საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გაზრდილია კარანტინში მყოფთა რაოდენობა, რეგიონის მასშტაბით 229 ადამიანი იმყოფება კარანტინში, მათგან ყველაზე მეტი წალენჯიხაში ფიქსირდება, სადაც დაცულ ზონაში 53-მდე პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 4 ადამიანია. ზუგდიდიში თვითიზოლაციაშია 15, კარანტინში კი 89. ჩხოროწყუში კარანტინში 14 ადამიანია, ხოლო არც ერთი თვითიზოლაციაში.
სამეგრელოდან საკარანტინო ზონაში დაინფიცირებულ სპორტსმენთან მყოფი პირები წუხელ გადაიყვანეს. კარანტინში მოთავსებულთა რიგებშია ორსული ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები. საკარანტინო სივრცეში მოთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები გააკონტროლებენ