სხვა ქვეყნების მსგავსად ბოლოდროინდელი ამბები ევროპის შუაგულ ქვეყანა, გერმანიაზეც აისახა. ბოლო ინფორმაციით დაინფიცირებულთა რიცხვმა 85 ათას გადააჭარბა, თუმცა არც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გამოიყურება სავალალოდ, მათგან 22 440 – მა პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა. რა ხდება იქ სადაც ევროპის ცენტრალური ბანკი და ქვეყნის მასშტაბური სტუდენტური ქალაქია, რადიო “ოდიში პლიუსის” საინფორმაციო სამსახური ფრანკფურტში მცხოვრებ ქართველ ჟურნალისტსა და სტუდენტს, სოფო კორტავას დაუკავშირდა. ისევე, როგორც ყველა დაინფიცირებული ქვეყნის მთავარი ამოცანა, გერმანიაშიც თვითიზოლაციის პრევენცია, რომელიც უშუალოდ მოქალაქეებმა, ისევე როგორც დამსაქმებელი კომპანიებისგან, ასევე ხელისუფლების მხრიდან მიიღეს, თუმცა როგორც სოფო კორტავა ჩვენთან საუბარში ამბობს, ყველა ნიშანდობლივი და მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი დაკეტილი მაინც არ არის, უფრო მეტიც, მისივე მტკიცებით, სკვერებსა და პარკებში მოქალაქეები მაინც გადაადგილდებიან, მათ შორის შეინიშნებიან მწირეწლოვანი ბავშვებიც. გერმანიის ერთ – ერთი პრევენცია არის ის , რომ სამზე მეტი მოქალაქის შეკრება საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს, თუმცა სოფოს შეფასებით კონტროლის მეტი გამკაცრება შეიძლება დადებითად აისახოს ჯანმრთელ ადამიანებზე “ საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში გამოცხადებული არ არის და ქუჩაში მოქალაქეებიც ყოველგვარი პანიკის გარეშე, ცალ-ცალკე მოძრაობენ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები, ბაღები, რესტორნები და სხვა თავშეყრის ადგილები დაკეტილია, ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. სოფოს ინფორმაციითვე სურსათ- სანოვაგეზე პრობლემები ამ დრომდე არ შექმნილა, საკვები პროდუქტების ყიდვა მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ, მხოლოდ ბარიერია დაწესებული პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრები ნივთების შეძენისას, კერძოდ : აკრძალულია მაგალითად, სამზე მეტი სადეზინფექციო ხსნარის ყიდვა, მაღაზიებსა და აფთიაქებში გაკრულია სპეციალური ბანერები სადაც ამ თემაზე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ტუალეტის ქაღალდზე მოთხოვნა აქაც გაზრდილია და იგი სწრაფი ტემით იყიდება. გერმანული კომპანიების უმრავლესობა ნახევარ განაკვეთ მუშაობაზე გადავიდა, ნაწილი კი სამსახურეობრივ მოვალეობას სახლიდან ასრულებს. ფრანკფურტი, რომელიც სტუდენტური ქალაქია, ისეთი ხალხმრავალი არ არის როგორც ადრე იყო, თუმცა არსებულ ვითარებას ჟურნალისტი მაინც სტაბილურად აფასებს. “ვფიქრობ ეკონომიკური კრიზისი ქვეყანასაც შეეხება, თუმცა ეს სახელმწიფო იმდენად ძლიერია, რომ მდგომარეობიდან გამოსვლას მალევე შეძლებს “ – ამბობს სოფო კორტავა. მისი თქმით, სიტუაცია გერმანიაში ბოლო სამი კვირის მანძილზე შეიცვალა მას შემდეგ რაც დაინფიცირებულთა რიცხვმა პიკს მიაღწია და კორონავირუსით დაავადებულთა მაჩვენებელმა დღითი-დღე იმატა. ’’ამ დროისთვის ვითარება სტაბილური რჩება, ჩემს გარშემო მყოფებისგან ქვეყანა არავის დაუტოვებია, თუმცა ვისაც ამის სურვილი ჰქონდა ან უბრალოდ მოუწია შექმნილი მდგომარეობიდან გამომდირე, შეეხო ფინანსური კრიზისი ან საცხოვრებლის გარეშე დარჩა, საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დაბრუნება შეძლეს, დარჩენილი სტუდენტების უმრავლესობა სახლში ვართ, გადავედით აპრობირებულ მეთოდზე და სასწავლო საკითხებს რომელსაც სასწავლებლის ადმინისტრაცია იმეილის მეშვეობით გვაწვდის, სახლში გავდივართ, რა თქმა უნდა ამაში ხელს გვიწყობს დამსაქმებელი კომპანიები, თუ ისინი გვეტყვიან , რომ უნდა გავიდეთ სამსახურში სხვა გზა არ გვრჩება რაც იმას ნიშნავს, რომ რისკ-ფაქტორები იმატებს, თუმცა ასეთ დროს ყველანი დამოკიდებული ვართ ვიზასა და დამსაქმებელზე. მუშაობს ბანკები და სარესტორნო ქსელები მომსახურების სახლში მიტანის სერვისზე გადავიდნენ“, -ამბობს სოფო კორტავა. შეგახსენებთ, რომ დაინფიცირებულთა ქვეყნებს შორის გერმანია მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ავტორი: თამარ შონია