მთავარისიახლეებისაზოგადოებასალომე ფაცაციას მიერ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი Covid-19-ის პანდემიის პირობებში ადგილობრივებს ეხმარება

სალომე ფაცაციას მიერ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი Covid-19-ის პანდემიის პირობებში ადგილობრივებს ეხმარება [Video]

Published on

ზუგდიდელმა სალომე ფაცაციამ მოხალისეების ჯგუფი შექმნა ხანდაზმულთა დასახმარებლად. ის დიდი ხანია, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სხვადასხვა დახმარებას უწევს, თუმცა Covid-19-ის პანდემიის პირობებში გადაწყვიტა, რომ უფრო მეტია საჭირო

“დავწერე ფეისბუკვერდზე, რომ საჭიროა ასეთ დროს ამოვუდგეთ ამ ადამიანებს გვერდში. გამომეხმაურნენ მოხალისეები და მათი დახმარებით ყოველდღიურ რეჟიმში დავდივართ ბენეფიციარებთან და საჭიროებისამებრ მოგვაქვს საკვები პროდუქტები, მედიკამენტები იქნება, მოვლის საშუალებები, თუ ფინანსური დახმარება.”– გვითხრა მან.

მოხალისეებს ფინანსურად ემიგრანტები და ადგილობრივი ბიზნესმენები უჭერენ მხარს. მოხალისეები ძირითადად დადიან 70-ს გადაცილებულ ადამიანებთან, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლიდან გასვლა ეზღუდებათ.

“თუ არის ადამიანი საწოლს მიჯაჭვული, მაგ შემთხვევაში შევდივართ მასთან (ოთახში), ვტოვებთ საკვებს და გამოვდივართ ხოლო თუ მას შეუძლია გადაადგილება, ჩვეულებრივ კარებთან ვტოვებთ (პროდუქტს) და ვბრუნდებით უკან, რათა დავიცვათ ისინიც და ჩვენც დავიცვათ თავი.“-ამბობს ის.

სალომე ფაცაცია ფიქრობს, რომ მსოფლიო რთული გამოწვევის წინაშე დგას და ასეთ დროს ერთმანეთზე ზრუნვა და კეთილი საქმის კეთება თითოეული მოქალაქის ვალია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...