მთავარისიახლეებისაზოგადოებაის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით მკურნალობას...

ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით მკურნალობას გაივლიან სახლში – ეკატერინე ტიკარაძე

Published on

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსისათვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ და ეს ყველაფერი მათ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. ხოლო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში კი, ექიმთან კოსნულტაციის შედეგად მას ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

„კომუნიკაციის პირველი დღიდან, ვგულისხმობ ამაში იანვარს, როდესაც ზოგადად კოვიდი დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ყოველივე ეს დაავადებულთა 80%-ს წარმოადგენს. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. მათი პირველადი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მოხდება სატელეფონო ზარით და დღესდღეობით ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე ჩვენი მოქალაქეების ზარები მივიღოთ და შესაბამისად მათთან შემდეგი ტაქტიკა დავგეგმოთ, რაშიც ვგულისხმობთ შემდეგს. თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი აკრების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ძირითადი სქემა რითაც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციისა და კოორდინაციის შემდეგ“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სიახლეები

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. განცხადების თანახმად,...

ამინდი საქართველოს ქალაქებში, 28 იანვრის პროგნოზი

28 იანვარს, საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დედაქალაქში +5 გრადუსს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების...

ავარიის შედეგად ბათუმში ქვეითი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი...

ნინოობასთან დაკავშირებით, ყაველაშვილმა 59 პირი შეიწყალა

ოლიგარქისა და მისი პარტიის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა. შეწყალების...