მთავარისიახლეებისაზოგადოებარეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი დაიხურება

რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი დაიხურება [Video]

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალურ დისტანციას და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათი ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს:

,,მინდა შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება, შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც უნდა განეხორციელებიათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები , რომელიც უნდა შეესრულებინათ – ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული. რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა და დისტანცია. დღეს ის, რაც ბაზრებში ხდება არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ, ვთხოვთ მათ ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...