მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის შესასვლელთან, სოფელ ცაცხვში მოწყობილ საკონტროლო პუნქტში თერმოსკრინინგი ტარდება

ზუგდიდის შესასვლელთან, სოფელ ცაცხვში მოწყობილ საკონტროლო პუნქტში თერმოსკრინინგი ტარდება [Video]

Published on

ზუგდიდის შესასვლელთან, სოფელ ცაცხვში მოწყობილ საკონტროლო პუნქტში ავტომობილებში მოქალაქეების სოციალური დისტანცია მოწმდება და თერმოსკრინინგი ტარდება. პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები მოწყობილია ფოთის შემოსასვლელსა და გასასვლელშიც, ასევე საგუშაგოები განთავსებულია ზუგდიდის მუნიციპალურ საზღვრებთან მდებარე სოფლებში (ცაცხვი, ორულუ, ურთა, ნარაზენი, ჯიხაშკარი, კორცხელი, ზედაეწერი). პუნქტების მიზანი საგანგებო მდგომარეობისას ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლი და მოქალაქეთა თერმოსკრინინგია. პუნქტის მუშაობას გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ალექსანდრე მოწერელიამ საკონტროლო პუნქტში მყოფ სამხედროებს და პოლიციელებს 600 პირბადე გადასცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ. კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...