მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზური მედიცინის იმედად ვერ დავრჩებით - რას ყვებიან აფხაზეთში მცხოვრები ქართველები

აფხაზური მედიცინის იმედად ვერ დავრჩებით – რას ყვებიან აფხაზეთში მცხოვრები ქართველები

Published on

„აფხაზური მედიცინა აბსოლუტურად ნულის დონეზეა“, – როგორც სანდო წყარო გვიყვება, ის პირობები, რაც აფხაზეთში მედიცინის კუთხითაა, სრულიად შეუძლებელია ახალი კორონა ვირუსით ინფიცირებული ადამიანების მკურნალობა. „აფხაზური მხარე იძულებული იქნება ენგურს გამოღმა გამოუშვას ინფიცირებულები სამკურნალოდ ან რუსეთში, თუმცა, რუსეთს თავისი გაჭირვებია, ისინი საერთოდ არ იყვნენ მზად ამ დაავადებისთვის“. წყაროს თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო მონაცემებით დაახლოებით 230 ათასი ადამიანი ცხოვრობს და როგორც ირკვევა მხოლოდ ორი გადამზადებული ექიმი ყავთ ამ მიმართულებით. „აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი, ლუბა სკორიკი აცხადებდა, რომ ვირუსის გავრცელებისთანავე ორი ექიმი გადაამზადეს, რაც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. გარდა ამისა, ბოლო 30 წლის განმავლობაში აფხაზეთში საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში ინფრასტრუქტურული და საჭირო სამედიცინო ინვენტარით განახლება არ მომხდარა. საკმაოდ მოძველებულია ყველაფერი და ღმერთმა ნუ ქნას, რომ რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდეს, სრული კატასტროფის წინაშე ავღმოჩნდებით“,- ამბობს წყარო, რომელიც გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. წყაროს თქმითვე, აფხაზური მხარე აცხადებს, რომ არცერთი ინფიცირებული არ ყავთ, გარდა იმ ერთი ქალბატონისა, რომელიც სოფელ საბერიოს მკვიდრია, მას კორონა ვირუსი გუშინ დაუდგინეს და ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წევს.„ამ ქალბატონის დაინფიცირების შემდეგ, წუხელ გვიან ღამით აფხაზურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეკეტათ ოჩამჩირისა და გალის შესასვლელები და დამატებით სოფელ საბერიოდან 14 დღის განმავლობაში არ აძლევენ არავის გადაადგილების უფლებას“.

ავტორი: თამუნა შონია

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...