პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება იკრძალება

0
779

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შეზღუდვების ეფექტური აღსრულება ქვეყნის ნებისმიერი სოციალური ჯგუფისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„ამ შეზღუდვების ეფექტური აღსრულება და რაც მთავარია ამ შეზღუდვებში თანამშრომლობა სახელმწიფოს, მოქალაქეს და ნებისმიერი ამ ქვეყნის სოციალური ჯგუფის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შედარებით წარმატებული გამოწვევაზე პასუხი რომელიც აქამდე გვქონდა გავაგრძელოთ,“ – განაცხადა გახარიამ

წინა სტატიასაკონტროლო პუნქტები სხვა ქალაქებთან ერთად ზუგდიდშიც განთავსდება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური