მთავარისიახლეებიმსოფლიოხვალ, 27 მარტიდან რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლას წყვეტს

ხვალ, 27 მარტიდან რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლას წყვეტს

Published on

კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის გამო, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, აკრძალოს საზღვარგარეთ რეგულარული და ჩარტერული ავიარეისები.

პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ფედერალურ სააგენტო „როსავიაცია“-ს დაავალა, 27 მარტიდან შეაჩეროს ავიამიმოსვლა რუსეთის აეროპორტებიდან სხვა ქვეყნებში და პირიქით. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაბრუნებლად და მთავრობის ცალკეული გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

მიშუსტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ჯანდაცვის, ტრანსპორტის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და ავიაკომპანია „აეროფლოტს” გაუგზავნოს ამ დროისთვის შედგენილი სია იმ მოქალაქეებისა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების გზებს ეძებენ. უცხოეთიდან დაბრუნებულმა რუსეთის მოქალაქეებმა ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

26 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით, რუსეთში ოფიციალურად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 658 შემთხვევა, მათგან 3 გარდაცვალების და 29 გამოჯანმრთელების.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...