“ახალი ლიდერების ინიციატივითა” და “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით ზუგდიდში პირბადეები დარიგდა [Video]

0
1214

“ახალი ლიდერების ინიციატივითა”  და  “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით,  ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა, ადგილზე სულ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა. ხალხის ნაკადი ქალაქში პირბადეების დეფიციტმა გამოიწვია.  აქციის შესახებ ინფორმაცია გუშინ სოციალური ქსელით გავრცელდა.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ სამედიცინო აღჭურვილობა სამეგრელოს გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რიგდება

წინა სტატია“გამართეთ მართვა და მენეჯმენტი, რომ დავამშვიდოთ საზოგადოება” – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიასაქართველოში 26-28 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური