მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი: ვირუსს გადავლახავთ. ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს და გაიხსნას

დონალდ ტრამპი: ვირუსს გადავლახავთ. ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს და გაიხსნას

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ ორ კვირაში სრულად შეძლებს „გაიხსნას“. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს განაცხადა.

„ორ კვირას ვაძლევ. ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს და გაიხსნას. ჩვენ იმაზე ადრე უნდა დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს ვიდრე ხალხი ფიქრობს და ჩემი კარგი მუშაობის პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ ამას გადავლახავთ“,-აღნიშნა ტრამპმა.

მან ვირუსი კიდევ ერთხელ შეადარა გრიპს და განაცხადა, რომ გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება.

ცნობისთვის, აშშ-ში ბოლო დღის მანძილზე კორონავირუსის 50 982 შემთხვევაა აღრიცხული. ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მალე შესაძლოა შეერთებული შტატები ინფექციის ეპიცენტრი გახდეს.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...