ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა. მერმა ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა. შენგელიამ ხელზე ფულის გადახდა ინფექციის გავრცელების რისკად დაასახელა და თქვა, რომ გადაწყვეტიელებაც ამიტომ იქნა მიღებული.
„ ტრანსპორტში ხდება ნაღდი ფულით გადახდა, ეს ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მძღოლის კაბინა იზოლირებული იქნეს სალონიდან. გადაადგილება მოხდეს უფასოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, – განაცხადა მერმა.