მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროდუქტებზე მომატებული ფასები ადგილობრივების ისედაც დაბალ შემოსავალს მძიმე ტვირთად აწვება

პროდუქტებზე მომატებული ფასები ადგილობრივების ისედაც დაბალ შემოსავალს მძიმე ტვირთად აწვება [Video]

Published on

22 მარტს საქართველოში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით , საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობა უფლებამოსილია შეასრულოს ისეთი ქმედებები, ან განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რის უფლებასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში თავს არ მისცემდა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მოუწოდებს საზოგადოებას, რომ თავი შეიკავნონ  გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში.

თუმცა ამისდამიუხედავად, ზუგდიდის ქუჩებში ხალხის სიმრავლე მაინც შეიმჩნევა.ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, მოიმატა პროდუქტების ფასებმაც,რაც როგორც მყიდველებისთვის, ასევე გამყიდველებისთვისაც  დიდ პრობლემას წარმოადგენს.პროდუქტებზე ფასები ბოლო რამდენიმე დღეა გაზრდილია,  ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო მოქალქეებმა საკვები პროდუქტების მომარაგებაც დაიწყეს. თუმცა, ისედაც გაღარიბებული ქვეყნის ეკონომიკა კრიზისშია, მოსახლეობამ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ფინანსურ კრიზისს, რაც მომდევნო თვეებში კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...