მთავარისიახლეებისაზოგადოებადახურულ ტერიტორიაზე, მათ შორის მაღაზიებში 10 ადამიანზე მეტი ვერ შევა - პრემიერი

დახურულ ტერიტორიაზე, მათ შორის მაღაზიებში 10 ადამიანზე მეტი ვერ შევა – პრემიერი

Published on

მარკეტებში სპეციალური ზომები უნდა დაწესდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომლის თანახმადაც, ადამიანებმა მარკეტის რიგშიც ერთმანეთთან უსაფრთხო მანძილი უნდა დაიცვან.

„მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში – ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის – 2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და, რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია,“ – განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, ტრანსპორტშიც იქნება სპეციალური პირობები იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხო ტრანსპორტირება განხორციელდეს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...