სინოდის გადაწყვეტილებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ შეიცვლება

0
569

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ იცვლება. ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. შესაბამის საკითხზე დღეს წმინდა სინოდმა იმსჯელა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

“არავითარი ცვლილება არ შეიძლება, რომ იყოს. რეკომენდაცია გვექნება, რომ შეძლებისდაგავრად ყველა ტაძარმა მოახერხოს ქადაგების გახმოვანება, რომ სიმჭიდროვე არ იყოს ტაძარში. ჩვენ არ გვეშინია გადადების, ჩვენ გვეშინია, რომ არ გადავდოთ. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ”- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა)

საპატრიარქოში სინოდის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პრევენციული ღონისძიებები იყო.

წინა სტატიასაქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასამეგრელოში გაზი 100 აბონენტს ჩაუჭრეს, მათგან 50 კომერციული ობიექტია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური