კომპანია „აჭარა ტექსტილი“პირბედეების პირველ პარტიას უკვე დღეს გამოუშვებს

0
498

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის გელა მგელაძის თქმით, პირბაბდეები, რომლებიც კომპანია ,,აჭარა ტექსტილში“ იკერება უსაფრთხო და მრავალჯერადიგამოყენებისაა მისი თქმით, ის აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომელიც წაყენებულია ნიღბების მიმართ. „ეს პირბადეებიი, ნიღბები, რომლებიც არის დამზადებული, არის დოლბანდის 12 შრისგან გაკეთებული, ანუ მისი ეფექტურობა ამ შრეების რაოდენობის მიხედვით არის განსაზღვრული. ამიტომაც იმ მოთხოვნებს, რომელიც არის წაყენებული ნიღბების მიმართ, აბსოლუტურად აკმაყოფილებს . ამასთანავე მისი გამოყენება რამოდენიმეჯერ შეიძლება, კერძოდ სარეცხი საშუალებით ცხელ წყაში გარეცხვა , შემდეგ ცხელი უთოთი დაუთოება .რაც გვაძლევს იმის საშუალებას , რომ ამ ვირუსის რეკონდაცია მოხდეს. სამ საათში ერთხელ უნდა მოხდეს პირბადის გამოცვლა . თვითონ საწარმო აკმაყოფილებს სტანდარტებს, აქ ყველაფერია ორგანიზებული იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხალხი მუშაობს, ინფექციის გავრცელების პრევენცია მოხდეს. დაყენებულია თერმოსკანერები, ყოველდღიურად ხდება პერსონალის შემოწმება , ასევე პერსონალი მუშაობს ნიღბებითა და ხელთათმნებით. აქ ინფექციის გადაცემის საფრთხე არ არის,»- განაცხადა გელა მგელაძემ. ფოთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდა. იგი კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია და პირბადეების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.კომპანია „აჭარა ტექსტილი“პირბედეების პირველ პარტიას უკვე დღეს გამოუშვებს. 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. მრავალჯერადი პირბადეები მარლისგან მზადდება.

წინა სტატიაესპანეთში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზუგდიდიდან პურის ფქვილის სხვა ქალაქებში გატანის მაჩვენებელი გაზრდილია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური