მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდი-თბილისის მიმართულებით სამარშუტო ტაქსების მოძრაობა ხვალიდან შეიზღუდება

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით სამარშუტო ტაქსების მოძრაობა ხვალიდან შეიზღუდება [Video]

Published on

ჯერჯერობით თბილისი-ზუგდიდის ასევე ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით,მგზავრობა შეუფერხებლად ხდება. თუმცა ხვალიდან მოძრაობა შეიზღუდება. „თბილისიდან ჩამოვედი ახლახან, ჩემს სამარშრუტო ტაქსში,სადაც 15- მა მგზავრმა იმგზავრა, ყველას პირბადე ეკეთა და რათქმა უნდა მეც. ასევე ზუგდიდში წამოსვლამდე სამარშრუტო ტაქსში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები,საეჭვო სიმპტომების მქონე მგზავრს ბუნებრივია არ ჩავისვამ“,- ამბობს სამარშრუტო მანქანის მძღოლი. მგზავრების ინფორმაციით,თბილისი-ზუგდიდის მატარებელის ოთხ ვაგონს 12 -მდე მგზავრი ჩამოჰყვა. საქართველოს რკინიგზაში ადასტურებენ,რომ კორონავირუსის გავრცელების გამო მგზავრთა ნაკადი შემცირებულია.“ რაც შეეხება ზუგდიდის ცენტრალურ ავტოსადგურს,როგორც შპს „გუდვეის“ დირექტორი ირაკლი როგავა აცხადებს,მიუხედავად იმისა რომ ბოლო დღეებში მგზავრთა სიმცირეა,სამარშრუტო ტაქსები გრაფიკით დადიან. ხვალიდან ვითარება რადიკალურად იცვლება, მძღოლები ამბობენ, ეს პრობლემას შეუქმნის იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული აუცილებლობა აქვთ იმისა, რომ დედაქალაში გაემგზავრონ. ანალოგიურად ფიქრობენ მგზავრებიც. თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვის შეახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება პრემიერმა მხარის გუბერნატორებს დაავალა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...