მთავარისიახლეებისაზოგადოება"საკვებ პროდუქტებზე მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნებათ" - გიორგი შენგელია

“საკვებ პროდუქტებზე მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნებათ” – გიორგი შენგელია [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ჟურნალისტებს კორონავირუსთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. გიორგი შენგელიას თქმით, საკვები პროდუქტების მხრივ ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და პანიკის საფუძველი არასრებობს.

ზუგდიდის მერმა პრემიერ მინისტრის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება, თუმცა მერია მუნიციპალური ტრანსპორტით გარკვეული ზომების გატარებას აპირებს.

მერის თქმით, დღეს საღამოს დეზინფექცია ჩაუტარდება ცენტრალურ ბაზარს, ასევე მრავალბინიან კორპუსებს და დევნილთა ჩასახლებებს. კორონავირუსის საფრთხის გამო ზუგდიდში თვითიზოლაციაში 20 ადამიანი იმყოფება. გიორგი შენგელიამ მოუწოდა მოქალაქეებ პასუხისმგებლობით მოეკიდონ მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...